ხანგრძლივი პაუზის შემდეგ, ძიუდო ბუდაპეშტში, ბუდაპეშტის გრან სლემით განახლდა (23-25 ნოემბერი), სადაც საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა 2 ბრინჯაოს მედალი მოიპოვა, ორივე მედალი მძიმე წონაში +100 კგ წონით კატეგორიაში, ლევან მატიაშვილმა და გელა ზაალიშვილმა მოიპოვეს.
19-21 ნოემბერს კი ჩეხეთის დედაქალაქ პრაღაში სტარტს ევროპის ჩემპიონატი აიღებს, სადაც საქართველოს ნაკრების შემადგენლობიდან 12 ქართველი ძიუდოისტი იასპარეზებს. გთავაზობთ საქართველოს ნაკრების შემადგენლობას:
-60 კგ
-60 კგ წონით კატეგორიაში საქართველოს ნაკრების სახელით 2019 წლის მსოფლიოს, ევროპისა და მინსკის ევროპულის თამაშების გამარჯვებული – ლუხუმ ჩხვიმიანი იასპარეზებს.
-66 კგ
-66 კგ წონით კატაგორიაში საქართველოს ნაკრებიდან იასპარეზებს – ვაჟა მარგველაშვილი, რომელიც 2016 წელს, ყაზანში ჩატარებული ევროპის ჩემპიონატის გამარჯვებულია. ვაჟა მარგველაშვილმა 2019 წლის ევროპის ჩემპიონატზე, რომელიც მინსკში გაიმართა, ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.
-73 კგ
-73 კგ წონით კატეგორიაში საქართველოს ნაკრების სახელით არავინ არ იასაპრეზებს. საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ამ წონით კატეგორიაში, ევროპის ჩემპიონატზე არ წაიყვანა ოლიმპიური ჩემპიონი – ლაშა შავდათუაშვილი. სწორედ ამ ფაქტის გამო, -81 კგ წონით კატეგორიაში 2 წარმომადგენელი გვეყოლება.
-81 კგ
როგორც უკვე აღვნიშნეთ, -81 კგ წონით კატეგორიაში 2 წარმომადგენელი გვეყოლება: 2019 წლის ევროპის ჩემპიონატის, მინსკის ევროპული თამაშებისა და მსოფლიო ჩემპიონატის ბრინჯაოს პრიზიორი – ლუკა მაისურაძე და ტატო გრიგალაშვილი.
-90 კგ
-90 კგ წონით კატეგორიაში საქართველოს ნაკრების სახელით 2015 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ბრინჯაოს პრიზიორი, 2017 წელს, ვარშავაში გამართულ ევროპის ჩემპიონატზე ბრინჯაოს პრიზიორი – ბექა ღვინიაშვილი იასპარეზებს. ასევე იასპარეზებს – ლაშა ბექაური.
-100 კგ
მივადექით მძიმე წონას, სადაც -100 კგ წონით კატეგორიაში, საქართველოს ეროვნული ნაკრების კაპიტანი – ვარლამ ლიპარტელიანი იასპარეზებს. ვარლამს ძალიან უყვარს ევროპის ჩემპიონატზე ჭიდაობა, იგი 3-გზის ევროპის ჩემპიონია (2012,2014,2016 წლებში). ევროპის ჩემპიონატზე ვარლამს 5 ვერცხლის და 1 ბრინჯაოს მედალი აქვს მოგებული.
+100 კგ
-81 კგ წონით კატეგორიის მსგავსად, მძიმე წონაშიც 2 წარმომადგენელი გვეყოლება. +100 კგ-ში იჭიდავებენ, ევროპის ჩემპიონატის 2-გზის და მსოფლიო ჩემპიონატის ტრიუმფატორი – გურამ თუშიშვილი. გურამ თუშიშვილთან ერთად, მძიმე წონაში იჭიდავებს ლევან მატიაშვილიც.
-52 კგ
საქართველოს ეროვნული ნაკრების სახელით 3 მანდილოსანიც იასპარეზებს. -52 კგ წონით კატეგორიაში ტატიანა ლევიცკა-შუკვანი დაიცავს საქართველოს ნაკრების ღირსებას. შუკვანის გარდა ასევე იასპარეზებს – მარიამ ჯანაშვილი.
-57 კგ
და ბოლოს, -57 კგ წონით კატეგორიაში, საქართველოს ნაკრების ღირსებას – ეთერ ლიპარტელიანი დაიცავს.