ჭრიკიშვილი და ღვინიაშვილი უკეთესს ბრატისლავაში გაარკვევენ

90 კილოგრამამდე წონით კატეგორიაში საქართველოს ძიუდოს ნაკრებში სერიოზული კონკურენციაა და ბოლოდროინდელი მონაცემებით სრულად გარანტირებული ბაქოს საგზური მხოლოდ უშანგი მარგიანს აქვს. ბექა ღვინიაშვილი უკანასკნელ ხანებში ნაკლებს აქტიურობდა, უკანასკნელად ევროპის ჩემპიონატზე იასპარეზა და არც თუ წარმატებულად. რაც შეეხება ავთანდილ ჭრიკიშვილს კი ბუდაპეშტის გრანპრის ოქროს მედალი უმაგრებს ზურგს, მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს ჩემპიონატის ფინალში ამ წყვილის დაპირისპირებაში ბექამ მოიგო.

რამდენიმე დღის წინ გავრცელდა ჭრიკიშვილის მიმართვა, რომ მის მსოფლიო ჩემპიონატიდან მოშორებას ცდილობდნენ და ამის საპასუხოდ ძიუდოს ფედერაციამაც გამოაქვეყნა საპასუხო მიმართვა. საბოლოო გადაწყვეტილებას ბაქოს მეორე საგზურისთვის ალბათ ბრატისლავის ევროპის თასის შედეგებით იხელმძღვანელებენ. ღვინიაშვილი ტურნირზე პირველ ნორმადაა გაფორმებული, ხოლო ჭრიკიშვილი მე-4. ქართველთაგან სლოვაკეთის დედაქალაქში ასევე იჭიდავებს ისლამ ქავთარაშვილი -73 წონით კატეგორიაში.

 

ჭრიკიშვილი და ღვინიაშვილი უკეთესს ბრატისლავაში გაარკვევენ

სტატიის ავტორი
-