ტედი რინერი შოჰეი ონოს: “შენ ხარ და დარჩები ამ სპორტის უდიდეს ლეგენდად…”

ლეგენდარული ფრანგი ძიუდოისტი – ტედი რინერი, ლეგენდარული იაპონელი ძიუდოისტის – შოჰეი ონოს, ძიუდოდან წასვლის გადაწყვეტილებას სოციალურ ქსელში გამოეხმაურა.

“ძვირფასო ლეგენდავ, ჩემთვის დიდი პატივია გავიხსენო შენთან ერთად გატარებული თითოეული დღე და დრო. შენ ხარ და დარჩები ლეგენდად, ერთ-ერთ უდიდეს მებრძოლად ჩვენი სპორტის სახეობაში.

წარმატებებს გისურვებ ცხოვრების ახალ ეტაპზე და დიდი იმედი მაქვს, რომ ცხოვრებაში არაერთხელ მოგვეცემა შესაძლებლობა ერთმანეთს კვლავ შევხვდეთ ტატამზე და ტატამს გარეთ”.

შეგახსენებთ, რომ 2-გზის ოლიმპიურმა და 3-გზის მსოფლიო ჩემპიონმა – შოჰეი ონომ, კარიერის დასრულება გადაწყვიტა. მასთან დაახლოებული პირის ცნობით, ონო სამწვრთნელო კარიერის დაწყებას გეგმავს.

ტედი რინერი შოჰეი ონოს: “შენ ხარ და დარჩები ამ სპორტის უდიდეს ლეგენდად…”

სტატიის ავტორი
-