თბილისის გრანდ სლემს გულშემატკივარი დაესწრება

თბილისის გრანდ სლემს, რომელიც 26-28 მარტს გაიმართება გულშემატკივარიც დაესწრება.

ამის შესახებ ოფიციალური ინფორმაცია საკოორდინაციო საბჭოზე გააკეთეს, თუმცა აღნიშნულ სხდომაზე კომენდანტის საათის მოხსნასთან დაკავშირებით კომენტარი არ გაკეთებულა. ჯერ-ჯერობით უცნობია, თუ რამდენი ხალხი შეძლებს თბილისის გრანდ სლემზე დასწრებას.

თბილისის გრანდ სლემი 26 მარტს, თბილისის ახალ სპორტის სასახლეში აიღებს სტარტს.

თბილისის გრანდ სლემს გულშემატკივარი დაესწრება

სტატიის ავტორი
-