თელ-ავივის მასტერსი – საქართველოს ნაკრებმა ვაჟთა შორის გუნდური პირველი ადგილი დაიკავა

სულ ახლახანს დასრულდა თელ-ავივის გრანდ სლემი, სადაც საქართველოს ნაკრებმა 8 მედალი (2 ოქრო, 1 ვერცხლი, 5 ბრინჯაო) მოიპოვა და საერთო გუნდურ ჩათვლაში მეორე ადგილი დაიკავა.

საერთო გუნდური ჩათვლის TOP 10

თელ-ავივის მასტერსი - საქართველოს ნაკრებმა ვაჟთა შორის გუნდური პირველი ადგილი დაიკავა 1

გუნდური ჩათვლის TOP 10 (მამაკაცები)

თელ-ავივის მასტერსი - საქართველოს ნაკრებმა ვაჟთა შორის გუნდური პირველი ადგილი დაიკავა 2

საქართველოს ნაკრებმა პირველი ადგილი დაიკავა მამაკაცების გუნდურ ჩათვლაში

მოკლედ მიმოვიხილოთ თელ-ავივის გრანდ სლემი და გავიხსენოთ თუ ვინ შეძლო მედლების მოპოვება.

-60 კგ – თემურ ნოზაძე (ვერცხლის მედალი)

-73 კგ – ნუგზარ ტატალაშვილი (ბრინჯაოს მედალი)

-90 კგ – ლაშა ბექაური (ოქროს მედალი); ბექა ღვინიაშვილი (ბრინჯაოს მედალი)

-100 კგ – ილია სულამანიძე (ბრინჯაოს მედალი)

+100 კგ – გელა ზაალიშვილი (ოქროს მედალი); გურამ თუშიშვილი (ბრინჯაოს მედალი)

-57 კგ – ეთერ ლიპარტელიანი (ბრინჯაოს მედალი). 

აღსანიშნავია, რომ თელ-ავივის მასტერსი საქართველოს ნაკრებისთვის საკმაოდ მნიშვნელოვანი დეტალებით და ისტორიული მოვლენით იყო დატვირთული.

ისტორიული მოვლენა – საქართველოს ძიუდოისთა ნაკრების ისტორიაში ამ შეჯიბრამდე არასდროს, არცერთ ქართველ ქალ ძიუდოისტს გრანდ სლემზე მედალი არ ჰქონდა მოპოვებული. თელ-ავივის გრანდ სლემზე კი ამ ისტორიის დაწერა ეთერ ლიპარტელიანმა შეძლო, რომელმაც ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. 

დებიუტანტები – თელ-ავივის გრანდ სლემზე დებიუტი 3 ქართველი ძიუდოისტს ჰქონდა: გიორგი ბაზანდარაშვილს, ვლადიმერ ახალკაცსა და ილია სულამანიძეს. გიორგი ბაზანდარაშვილისა და ვლადიმერ ახალკაცის დებიუტი წარუმატებელი გამოდგა, გიორგი ბაზანდარაშვილმა მხოლოდ ერთი ეტაპის დაძლევა მოახერხა, როდესაც მან უნგრელი – დანიელ ზეგედი დაამარცხა, თუმცა მეორე ეტაპზე რუს – მურად ჩაპონოვთან დამარცხდა. ახალკაცი კი პირველივე ეტაპზე ხორვატ – დომინიკ დრუზეტასთან უშანსოდ დამარცხდა.

რაც შეეხება ილია სულამანიძეს, ილიამ სადებიუტო შეჯიბრზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.

დანაკლისი – თელ-ავივის გრანდ სლემზე საქართველოს ნაკრებს 4 ლიდერი არ ჰყავდა. თავდაპირველად შემადგენლობაში იყო აჟა მარგველაშვილი, თუმცა ყვარელში, შეკრებაზე მან ტრავმა მიიღო და ნაკრების დახმარება ვეღარ შეძლო. ასევე კისრის ტრავმის გამო ნაკრებს ვერ ეხმარებოდა მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონი – ლუხუმ ჩხვიმიანი. როგორც Live.ge-სთვის ცნობილია, ეროვნული ნაკრების კაპიტანი – ვარლამ ლიპარტელიანი და მსოფლიო ძიუდოს ამომავალი ვარსკვლავი – ტატო გრიგალაშვილი ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა დაასვენა, მათ ტრავმა არ აქვთ და შემდეგ შეჯიბრებზე მონაწილეობას მიიღებენ.

შემდეგი საერთაშორისო შეჯიბრი უზბეკეთის დედაქალაქ ტაშკენტში, 5-7 მარტს, ტაშკენტის გრანდ-სლემი გაიმართება.

თელ-ავივის მასტერსი – საქართველოს ნაკრებმა ვაჟთა შორის გუნდური პირველი ადგილი დაიკავა

სტატიის ავტორი
-