3-4 დეკემბერს, იაპონიის დედაქალაქ ტოკიოში, ტოკიოს გრანდ სლემი აიღებს სტარტს, სადაც საქართველოს ნაკრების სახელით 6 სპორტსმენი იჭიდავებს, საიდანაც 5 გოგო იქნება, კაცებიდან კი მხოლოდ ერთი – ოლიმპიური და ევროპის ჩემპიონი – ლაშა ბექაური იჭიდავებს.

-90 კგ

ლაშა ბექაური A ბადეში განთესილი იქნება, შესაბამისად ასპარეზობაში მეორე ეტაპიდან ჩაერთვება, სადაც მისი მეტოქე, სამხრეთ კორეელ – დონჰვან გვაკსა და აშშ-ს წარმომადგენელ – ხერონიმო საუკედოს შორის გამარჯვებული იქნება.

1/4-ფინალში გასვლის შემთხვევაში კი ლაშა ბექაურის სავარაუდო მეტოქე, იაპონელი – სოიჩირო მუკაი იქნება.

ტოკიოს გრანდ სლემი - ქართველი ფალავნების მეტოქეები ცნობილია | პრევიუ 1
ლაშა ბექაურის საშეჯიბრო ბადე

-57 კგ

-57 კგ წონით კატეგორიაში ეთერ ლიპარტელიანი და ნინო ლოლაძე იჭიდავებენ.

ეთერი A ბადეში განთესილია და ასპარეზობას მეორე ეტაპიდან იწყებს, თუმცა პირველივე ბრძოლაში მისი სავარაუდო მეტოქე, იაპონელი – ცუნაკა იოშიდა იქნება, რომელიც ტოკიოს ოლიმპიური თამაშების ბრინჯაოსმედალოსანი და 2018 წლის მსოფლიო ჩემპიონია.

ტოკიოს გრანდ სლემი - ქართველი ფალავნების მეტოქეები ცნობილია | პრევიუ 2
ეთერ ლიპარტელიანის საშეჯიბრო ბადე

რაც შეეხება ნინო ლოლაძეს, ნინო C ბადეში განუთესავია და ასპარეზობაში პირველივე ეტაპიდან ერთვება, სადაც გაერთიანებული საამიროების წარმომადგენელ – მაიტა მოჰამედს შეხვდება. მისი დამარცხების შემთხვევაში კი მეორე ეტაპზე გავა, სადაც გერმანელი მეტოქე – პაულინე სტარკეს დაუპირისპირდება.

ტოკიოს გრანდ სლემი - ქართველი ფალავნების მეტოქეები ცნობილია | პრევიუ 3
ნინო ლოლაძის საშეჯიბრო ბადე

-63 კგ

-63 კგ წონით კატეგორიაში საქართველოს ნაკრების ღირსებას – ეთერ ასკილაშვილი დაიცავს.

ეთერი C ბადეში განუთესავია, შესაბამისად ასაპრეზობაში პირველი ეტაპიდან ერთვება და მას ავსტრალიელი მეტოქე – მაევი კოლანი ეყოლება. ავსტრალიული ბარიერის დაძლევის შემთხვევაში, ქართველი ფალავანი პოლონელ – ანჟელიკა შიმანსკას შეხვდება.

ტოკიოს გრანდ სლემი - ქართველი ფალავნების მეტოქეები ცნობილია | პრევიუ 4
ეთერ ასკილაშვილის საშეჯიბრო ბადე

-70 კგ

-70 კგ წონით კატეგორიაში, საქართველოს ნაკრების ღირსებას ნინო გულბანი დაიცავს.

გულბანი A ბადეში განუთესავი იქნება, შესაბამისად ასპარეზობაში პირველივ ეტაპიდან ჩაერთვება და მისი მეტოქე, რუმინელი – სერაფიმა მოსკალუ იქნება. რუმინული ბარიერის დაძლევის შემთხვევაში კი, ქართველი ფალავანი ნიდერლანდელ – ჰილდე იაგერს დაუპირისპირდება.

ტოკიოს გრანდ სლემი - ქართველი ფალავნების მეტოქეები ცნობილია | პრევიუ 5
ნინო გულბანის საშეჯიბრო ბადე

+78 კგ

და ბოლოს, ტრადიციულად, +78 კგ წონით კატეგორიაში საქართველოს ნაკრების ღირსებას სოფიო სომხიშვილი დაიცავს.

სოფიო ასპარეზობას C ბადეში პირველივე ეტაპიდან იწყებს, სადაც იაპონელი მეტოქე – ჰიკარუ კოდამა ეყოლება. იაპონური ბარიერის დაძლევის შემთხვევაში კი, ქართველი ფალავანი სამხრეთ კორეელ – ჰაიუნ კიმს შეხვდება.

ტოკიოს გრანდ სლემი - ქართველი ფალავნების მეტოქეები ცნობილია | პრევიუ 6
სოფიო სომხიშვილის საშეჯიბრო ბადე

3 დეკემბრის საშეჯიბრო დღის განრიგი: დასაწყისი 04:30 საათი – ფინალური ბლოკი 10:30 საათი.

4 დეკემბერი: წინასწარი შეხვედრები 06:00 საათი – ფინალური ბლოკი 12:30 საათი.

ტოკიოს გრანდ სლემი – ქართველი ფალავნების მეტოქეები ცნობილია | პრევიუ

სტატიის ავტორი
-