ტოკიოს გრანდ სლემი – საქართველოს ნაკრები 6 სპორტსმენით იასპარეზებს

3-4 დეკემბერს, იაპონიის დედაქალაქ ტოკიოში, ტოკიოს გრანდ სლემი გაიმართება, სადაც საქართველოს ნაკრები 6 სპორტსმენით არის რეგისტრირებული.

Live.ge-ს საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა – ლაშა გუჯეჯიანმა დაუდასტურა, რომ ტოკიოს გრანდ სლემზე მამაკაცებიდან მხოლოდ ერთადერთი ძიუდოისტი – ლაშა ბექაური იასპარეზებს.

დანარჩენი 5 სპორტსმენი კი ქალები იქნებიან.


შემადგენლობა 2022 წლის ტოკიოს გრანდ სლემისთვის

-90 კგ: ლაშა ბექაური

-57 კგ: ეთერ ლიპარტელიანი; ნინო ლოლაძე

-63 კგ: ეთერ ასკილაშვილი

-70 კგ: ნინო გულბანი

+78 კგ: სოფიო სომხიშვილი

ტოკიოს გრანდ სლემი – საქართველოს ნაკრები 6 სპორტსმენით იასპარეზებს

სტატიის ავტორი
-