წლის პირველი შეჯიბრი – პორტუგალიაში 6 ძიუდოისტით | შემადგენლობა

ძიუდოს 2023 წლის პირველი შეჯიბრი პორტუგალიაში, 27-29 იანვარს გაიმართება. პორტუგალიის გრან პრიზე საქართველოს ნაკრები 6 სპორტსმენის იასპარეზებს.

საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა – ლაშა გუჯეჯიანმა, პორტუგალიაში გასამართი შეჯიბრისთვის, ეროვნულ ნაკრებში 2 დებიუტანს უხმო.

-60 კგ წონით კატეგორიაში დებიუტი ექნება 20 წლის ნიკა ხუზაურაშვილს, ხოლო -100 კგ წონით კატეგორიაში 2022 წლის საქართველოს ჩემპიონს – ერეკლე ბაზიერიშვილს მიეცა შანსი.


შემადგენლობა

60 კგ: გიორგი სარდალაშვილი, ნიკა ხუზაურაშვილი

73 კგ: გიორგი ჩიხელიძე

100 კგ: ილია სულამანიძე, ერეკლე ბაზიერიშვილი

+100 კგ: საბა ინანეიშვილი.


წლის პირველი შეჯიბრი – პორტუგალიაში 6 ძიუდოისტით | შემადგენლობა

სტატიის ავტორი
-