ვაჟა მარგველაშვილმა და ბაგრატ ნინიაშვილმა პირველ ბრძოლაში გაიმარჯვეს

დღეს, 21 თებერვალს სტარტი აიღო დიუსელდორფის გრანდ სლემმა, სადაც პირველ საშეჯიბრო დღეს საქართველოს სახელით 4 სპორტსმენი ასპარეზობს.

-66 კგ წონით კატეგორიაში ბაგრატ ნინიაშვილმა მეორე რაუნდში ისრაელის წარმომადგენელი – ტალ ფლიკერი დაამარცხა და შემდეგ, მე-3 ეტაპზე გავიდა, სადაც მისი მეტოქე ფილიპინელ – შუგენ ნაკანოსა და გერმანელ – დენ მატუშჩოვიჩს შორის გამარჯვებული იქნება.

რაც შეეხება ვაჟა მარგველაშვილს, მან ალჟირელი – ვეილ ეზინი მარტივად დაამარცხა და მესამე ეტაპზე გავიდა, სადაც ჰაიტელ – ჯერარდ კადეტსა და ჩეხ – პაველ პეტრიკოვს შორის გამარჯვებულს დაუპირისპირდება.

ვაჟა მარგველაშვილმა და ბაგრატ ნინიაშვილმა პირველ ბრძოლაში გაიმარჯვეს

სტატიის ავტორი
-