ვარლამ ლიპარტელიანი მსოფლიო ჩემპიონატის 1/4 ფინალიდან გამოვარდა

დღეს, 30 აგვისტოს, სტარტი აიღო ძიუდოს მსოფლიო ჩემპიონატის ბოლოს წინა დღემ, სადაც საქართველოს ნაკრების ღირსებას -100 კგ წონით კატეგორიაში ვარლამ ლიპარტელიანი იცავს.

30 წლის ძიუდოისტი A ბადეში მონაწილეობს და საკუთარ ბადეში მხოლოდ იგი არის განთესილი, შესაბამისად ლიპო საქმეში მეორე რაუნდიდან ჩაერთო, სადაც მისი მეტოქე ესტონელი – გრიგორ მინასკინსკი იყო, რომელთანაც ლიპომ მძიმე ბრძოლაში გაიმარჯვა და შემდეგ ეტაპზე გავიდა, სადაც მისი მეტოქე ფრანგი – ალექსანდრ იდდირი იყო, ვარლამმა ფრანგული ბარიერიც გადალახა და 1/4 ფინალში გავიდა, სადაც მისი მეტოქე პორტუგალიელი – ხორხე ფრონჩესკა იყო. ვარლამმა პორტუგალიელი ვეღარ დაამარცხა და მსოფლიო ჩემპიონატზე, მხოლოდ ბრინჯაოს მედლისთვის იბრძოლებს. იგი რეპეშაჟში გადაერთვება.

ფინალური ბლოკი თბილისის დროით 14:00 საათზე დაიწყება.

ვარლამ ლიპარტელიანი მსოფლიო ჩემპიონატის 1/4 ფინალიდან გამოვარდა

სტატიის ავტორი
-