ვარლამ ლიპარტელიანის პირველი კომენტარი ძიუდოისტების შერიგებასთან დაკავშირებით

დღეს საქართველოს კათოლიკოს პატრიარქმა – ილია მეორემ ქართველი ძიუდოისტები ერთმანეთს შეახვედრა და შეარიგა.

ამის შესახებ საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრების კაპიტანი – ვარლამ ლიპარტელიანი პირველ კომენტარს აკეთებს: „მოგეხსენებათ ძიუდოში განვითარებული ბოლო მოვლენების გამო, ვერ იყო სიტუაცია დალაგებული. აქედან გამომდინარე, უწმინდესის თხოვნით და ლოცვა კურთხევით, მთელი ნაკრები და სრულიად ძიუდოს ოჯახი იყო მოსული პატრიარქთან და მისი ლოცვა კურთხევით ჩვენ გავერთიანდით და შევეცდებით ერთიანი ძალებით უფრო მეტი წარმატება მოვუტანოთ ქვეყანას და ჩვენს სპორტს. სხვა დეტალებზე არ იყო საუბარი, კონკრეტულად იყო საუბარი იმაზე, რომ უნდა გავერთიანებულიყავით და ასეც მოხდა.“

 

ფოტოს ავტორი: ლევან ახალკაცი

ვარლამ ლიპარტელიანის პირველი კომენტარი ძიუდოისტების შერიგებასთან დაკავშირებით

სტატიის ავტორი
-