ვაჟა მარგველაშვილი მსოფლიო ჩემპიონატს დაემშვიდობა

დღეს, 26 აგვისტოს, სტარტი აიღო ძიუდოს მსოფლიო ჩემპიონატის მეორე საშეჯიბრო დღემ, სადაც მამაკაცებში -66 კგ წონით კატეგორია, ხოლო ქალებში -52 კგ წონით კატეგორია ასპარეზობენ.მამაკაცებში საქართველოს ღირსებას ვაჟა მარგველაშვილი და ბაგრატ ნინიაშვილი იცავენ, ხოლო ქალებში ტატიანა ლევიცკა-შუკვანი.

ვაჟა მარგველაშვილი ასპარეზობაში მეორე ეტაპიდან ჩაერთო და მისი მეტოქე ეგვიპტელი აჰმედ აბელრაჰმანი იყო, რომელიც მან მარტივად დაამარცხა და მე-3 რაუნდში გავიდა, სადაც მისი მეტოქე სამხრეთ კორეელი – ლიმჰვან კიმი იყო. ვაჟამ კორეელთან სამწუხარო მარცხი გაუშვა და მსოფლიო ჩემპიონატს ნაადრევად დაემშვიდობა.

ვაჟა მარგველაშვილი მსოფლიო ჩემპიონატს დაემშვიდობა

სტატიის ავტორი
-