ვაჟა მარგველაშვილმა მსოფლიო ჩემპიონატი გამარჯვებით დაიწყო

დღეს, აზერბაიჯანის დედაქალაქ ბაქოში ძიუდოს მსოფლიოს ჩემპიონატის მეორე დღე დაიწყო. -66 კილოგრამ წონით კატეგორიაში საქართველოს სახელით ვაჟა მარგველაშვილი ასპარეზობს.

ვაჟა ასპარეზში მეორე რაუნდიდან ჩაერთო და პირველ ჭიდაობაში ბენინელი აუგუსტე დაგა დაამარცხა. მისი მომავალი მეტოქე გერმანელი სებასტიან სეიდლი იქნება.

ვაჟა მარგველაშვილმა მსოფლიო ჩემპიონატი გამარჯვებით დაიწყო

სტატიის ავტორი
-