ზაგრების გრან პრი – საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია

24-26 სექტემბერს ხორვატიის დედაქალაქ ზაგრებში, ტოკიოს ოლიმპიადის შემდეგ პირველი საერთაშორისო შეჯიბრი გაიმართება, სადაც საქართველოს ნაკრების სახელით 4 სპორტსმენი იასპარეზებს.

საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელი ზაგრების გრან პრიზზე 2 ახალგაზრდა სპორტსმენს აძლევს შანსს, რომელთათვისაც ეს მათი სადებიუტო შეჯიბრი იქნება დიდებში.

საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ზაგრების გრან პრიზზე

-73 კგ: ჯუმბერ მელაძე (18 წლის, სადებიუტო შეჯიბრი უფროსებში)

-81 კგ: ტატო გრიგალაშვილი; ზაურ დვალიშვილი (19 წლის, სადებიუტო შეჯიბრი უფროსებში)

-90 კგ: ლუკა მაისურაძე

ზაგრების გრან პრი – საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია

სტატიის ავტორი
-