ზაგრების გრან პრი: დღე I – ტატამზე 3 ქართველს ვიხილავთ | პრევიუ

15-17 ივლისს, ხორვატიის დედაქალაქში, ზაგრების გრან პრი გაიმართარება, სადაც საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები 12 სპორტსმენით იასპარეზებს, საიდანაც 10 მამაკაცი, 2 კი ქალი იქნება.

15 ივლისს, ზაგრების გრან პრის პირველი საშეჯიბრო დღე აიღებს სტარტს, სადაც საქართველოს დროშის ქვეშ 3 სპორტსმენი იჭიდავებს.


-60 კგ


-60 კგ წონით კატეგორიაში, საქართველოს ნაკრების წარმომადგენელი – 19 წლის გიორგი სარდალაშვილი იქნება, რომელიც თბილისის გრანდ სლემის ვიცე-ჩემპიონია, ახალგაზრდებში კი მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონი.

სარდალაშვილი განთესავი იქნება და ასპარეზობაში მეორეეტაპიდან ჩაერთვება, სადაც მისი მეტოქე ტაჯიკი – მუჰამადსოლე ქუვატოვი იქნება. ტაჯუკური ბარიერის დაძლევის შემთხვევაში კი, სარდალაშვილი დიდ ბრიტანელ – ჯოშუა გილსა და ბრაზილიელ – მატეუს ტაკატის შორის გამარჯვებულს შეხვდება.


-66 კგ


-66 კგ წონით კატეგორიაში, საქართველოს დროშის ქვეშ – ვაჟა მარგველაშვილი იასპარეზებს.

ვაჟა განთესილი იქნება, შესაბამისად ასპარეზობაში პირველი მეორე ეტაპიდან ჩაერთვება, სადაც მისი მეტოქე, სერბ – სტაჰინია ბუნჩიჩსა და ტაჯიკ – ალიონ საფარალიევს შორის გამარჯვებული იქნება.

ვაჟა C ბადეში იასპარეზებს და ძიუდოს ექსპერტების აზრით, იგი ამ შეჯიბრის ერთ-ერთი მთავარი ფავორიტია. ძიუდოს ექსპერტები -66 კგ წონითი კატეგორიის ფინალში: მოლდოველ – დენის ვიერუსა და ქართველ – ვაჟა მარგველაშვილს შორის მოიაზრებენ.


-57 კგ


-57 კგ წონით კატეგორიაში, საქართველოს ნაკრების ღირსებას – ეთერ ლიპარტელიანი დაიცავს. აღსაღნიშნავია ის ფაქტი, რომ კორონავირუსის დადასტურების შემდეგ, ეთერი ტატამზე პირველად ბრუნდება. ვირუსის გამო ლიპარტელიანმა ბუდაპეშტის გრანდ სლემი გამოტოვა.

ეთერი C ბადეში განთესილი იქნება და ასპარეზობაში მეორე ეტაპიდან ჩაერთვება, სადაც მას დიდ ბრიტანელი მეტოქე – ასეილა ტოპრაკი ეყოლება.

წინასწარი შეხვედრები თბილისის დროით 12:00, ფინალური ბლოკი კი 19:00 საათზე დაიწყება.

ზაგრების გრან პრი: დღე I – ტატამზე 3 ქართველს ვიხილავთ | პრევიუ

სტატიის ავტორი
-