ძიუდოს ნაკრებს ახალი მთავარი მწვრთნელი ჰყავს!

საქართველოს ძიუდოისტ ვაჟთა ნაკრების მთავარ მწვრთნელად გურამ მოდებაძე დაინიშნა.

ასეთი გადაწყვეტილება 17 დეკემბერს გამართულ საქართველოს ძიუდოს ფედერაციის აღმასკომზე მიიღეს. მოდებაძე მუშაობას საქართველოს ჩემპიონატიდან დაიწყებს, რომელიც 27-28 იანვარს თბილისში გაიმართება.

სამწვრთნელო შტაბის დაკომპლექტებას თვითონ მოდებაძე უახლოეს მომავალში შეუდგება.

ძიუდოს ნაკრებს ახალი მთავარი მწვრთნელი ჰყავს!

სტატიის ავტორი
-