ექსკლუზიური ინტერვიუ ლაშა ტალახაძესთან!

22 სექტემბერს, ძალოსნობაში საქართველოს ჩემპიონატი გაიმართა, სადაც ლაშა ტალახაძემ მსოფლიო რეკორდი გააუმჯობესა, რომლის წინა მაჩვენებელიც მას ეკუთვნოდა.

რიოს ოლიმპიური ოქროს მფლობელმა, მსოფლიოს 2-გზის და ევროპის 3-გზის ჩემპიონმა, აკვრაში 264 კილოგრამი ასწია რაც მსოფლიო რეკორდია, ორჭიდის ჯამში კი 418 კილოგრამი ასწია რაც ასევე მსოფლიო რეკორდია.

Live.ge-მ ლაშასთან ექსკლუზიური ინტერვიუ ჩაწერა:

გამარჯობა ლაშა გილოცავთ რეკორდის გაუმჯობესებას, როგორი შეგრძნებაა ახალი მწვერვალების დაპყრობა?

– რა თქმა უნდა, სასიამოვნო შეგრძნებაა როდესაც ისეთ წონას დაძლევ რაც მსოფლიო რეკორდს შეადგენს და სპორტულ კარიერაში ახალ ნაბიჯს დგამ წინ .

როგორ ფიქრობთ რა არის წონის მაქსიმუმი რის აწევასაც შეძლებთ?

– ეგ არავინ იცის, არც მე, რაც მეტი მით უკეთესი. გაჩერებას არ ვაპირებ .

როგორი გეგმები გაქვთ უახლოეს მომავალში?

– წინ მსოფლიო ჩემპიონატი მელის სულ რამოდენიმე კვირაში სადაც მივიღებ მონაწილეობას და შევეცდები ჩემპიონობა მესამედ მოვიპოვო.

რა იქნება თქვენი მიზანი 2020 წლის ტოკიოს ოლიმპიადაზე?

– პირველ რიგში გამარჯვება და ტიტულის დაცვა . შემდეგ თუ შანსი მექნება ახალი რეკორდების დამყარებასაც შევეცდები

Live.ge კიდევ ერთხელ ულოცავს ლაშას რეკორდის გაუმჯობესებას და მსოფლიო ჩემპიონატზე გამარჯვებას უსურვებს.

ექსკლუზიური ინტერვიუ ლაშა ტალახაძესთან!

სტატიის ავტორი
-