გიორგი ასანიძემ მსოფლიო ჩემპიონატისთვის შემადგენლობა დაასახელა

საქართველოს ძალოსანთა ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა გიორგი ასანიძემ, მსოფლიო ჩემპიონატის შემდგენლობა დაასახელა.

ასპარეზობაზე გარდა მედლებისა, ტოკიოს 2020 წლის ოლიმპიური თამაშების სალიცენზიო ქულებიც გათამაშდება.
ძალოსანთა ნაკრები, მსოფლიო ჩემპიონატზე 15 სექტემბერს გაემგზავრება, ასპარეზობა კი 17-28 სექტემბერს ტაილანდის ქალაქ პატაიაში გაიმართება.
გაგაცნობთ ნაკრების სიას:
61კგ. შოთა მიშველიძე
61 კგ. გოდერძი ბერდელიძე
67 კგ. გოგა ჩხეიძე
73 კგ. კახი ასანიძე
73 კგ. არჩილ მალაყმაძე
89 კგ. რევაზ დავითაძე
96 – 102 კგ ანტონ პლესნოი
102 კგ. ირაკლი ჩხეიძე
+109 კგ. გიორგი ჩხეიძე
+109 კგ. ლაშა ტალახაძე

81კგ. ლომია თებიძე (რეზერვი)

ნაკრებში ორი დებიუტანტია გიორგი ასანიძის ვაჟი კახი ასანიძე და არჩილ მალაყმაძე. 

რაც შეეხება ოლიმპიური ბრინჯაოს პრიზიორი ირაკლი თურმანიძე მსოფლიო ჩემპიონატზე სავარაუდოდ ტრავმის გამო ვერ გაემგზავრება.

გიორგი ასანიძემ მსოფლიო ჩემპიონატისთვის შემადგენლობა დაასახელა

სტატიის ავტორი
-