კისენოსატო ნოემბრის ბაშოდან მოეხსნა!

იოკოძუნა კისენოსატო ნომბერის ბაშოდან ტრავმის გამო მოეხსნა. ის 87 წლის შემდეგ გახდა პირველი იოკოძუნა, რომელმაც ბაშოს სტარტზე 4 ორთაბრძოლა წააგო ზედიზედ.

32 წლის კისენოსატომ ტურნირის მეხუთე დღის დაწყებამდე განაცხადა, რომ ტრავმის გამო ნოემბრის ბაშოზე ასპარეზობას ვეღარ გააგრძელებს.

“ვწუხვარ სუმოს ქომაგების გამო, რადგან ტურნირზე ერთადერთი იოკოძუნა ვიყავი. ტრავმის მოშუშების შემდეგ დოჰიოს აუცილებლად დავუბრუნდები” – განაცხადა იაპონელმა.

კისენოსატო ნოემბრის ბაშოდან მოეხსნა!

სტატიის ავტორი
-