ლონდონის ჩელსის ფეხბურთელს კორონავირუსი დაუდასტურდა

ლონდონის “ჩელსისა” და დანიის ნაკრების მცველი, ანდრეას კრისტენსენი ინგლისის პრემიერ ლიგის 22-ე ტურში, “მანჩესტერ სიტის” წინააღმდეგ არ ითამაშებს.

ამის მიზეზი კორონავირუსით ინფიცირებაა, რაც ფეხბურთელს ცოტა ხნის წინ დაუდასტურდა.

25 წლის ცენტრალურმა მცველმა COVID19-ზე ტესტი ჩააბარა და დადებითი პასუხი მიიღო, რის შემდეგაც იგი თვითიზოლაციაში გადავიდა. ამის შესახებ ინფორმაციას “ლურჯების” მთავარმა მწვრთნელმა ტომას ტუხელმა გაავრცელა.

ანდრეას კრისტენსენს მიმდინარე სეზონში “ჩელსის” შემადგენლობაში 21 მატჩი აქვს ჩატარებული, 2 გოლი გატანილი და 1 საგოლე პასი გაკეთებული.

ქალაქელებისა” და “არისტოკრატების” დაპირისპირება შაბათს, 15 იანვარს გაიმართება და თბილისის დროით 16:30 საათზე გაიმართება.

ლონდონის ჩელსის ფეხბურთელს კორონავირუსი დაუდასტურდა

სტატიის ავტორი
-