ლუხუმ ჩხვიმიანი დიუსელდორფის გრანდ სლემს 1/4 ფინალშია

დღეს, 22 თებერვალს სტარტი აიღო 2019 წლის მეორე გრანდ სლემმა დიუსელდორფში.

დღეს, იასპარეზებენ -60 და -66 კილოგრამ წონითი კატეგორიები. -60 კილოგრამში საქართველოს სახელით ჯაბა პაპინაშვილი და ლუხუმ ჩხვიმიანი ასპარეზობენ, ხოლო -66 კილოგრამ წონით კატეგორიაში კი გიორგი გუგულაშვილი ასპარეზობდა, რომელიც მეორე რაუნდში დამარცხდა და დიუსელდორფის გრანდ სლემს გამოეთიშა.

-60 კილოგრამ წონით კატეგორიაში ლუხუმ ჩხვიმიანი მესამე ეტაპზე აზერბაიჯანელ – დავუდ მამადსოის შეხვდა.  ქართველმა ფალავანმა მეტოქე დაამარცხა და 1/4 ფინალში გავიდა. ლუხუმ ჩხვიმიანის შემდეგი მეტოქე საფრანგეთის სახელით მოასპარეზე, წარმოშობით ქართველი – ლუკა მხეიძეა.

 

ლუხუმ ჩხვიმიანი დიუსელდორფის გრანდ სლემს 1/4 ფინალშია

სტატიის ავტორი
-