მაიკ ტაისონი თვეში დაახლოებით 40.000 დოლარის მარიხუანას მოიხმარს

მძიმე წონითი კატეგორიის ყოფილმა ჩემპიონმა, მაიკ ტაისონმა ცოტა ხნის წინ განაცხადა, რომ მარიხუანის პლანტაციის გაშენებას გეგმავს.

მაიკ ტაისონმა მსოფლიო პრესის ყურადღება კიდევ ერთი განცხადებით მიიქცია. 53 წლის ყოფილი ჩემპიონი აღიარებს, რომ ყოველთვიურად დაახლოებით 40.000 დოლარის მარიხუანას მოიხმარს.

Hotboxin-თან საუბარში ტაისონმა აღნიშნა: “რას ვეწევით ყოველთვიურად? დაახლოებით 40.000 დოლარის ღირებულების მარიხუანას. 20 წლის განმავლობაში ვიბრძოდი, რის გამოც ჩემი სხეული გადაიღალა. 2 ოპერაცია მაქვს გადატანილი და ტკივილის შესამსუბუქებლად მარიხუანა მჭირდება.

მაიკ ტაისონი თვეში დაახლოებით 40.000 დოლარის მარიხუანას მოიხმარს

სტატიის ავტორი
-