მეორე დღე – მეორე მედალი: ლაშა შავდათუაშვილი დიუსელდორფის გრანდ სლემის ბრინჯაოს პრიზიორია! (ვიდეო)

დღეს, 22 თებერვალს სტარტი აიღო 2019 წლის მეორე გრანდ სლემის მეორე დღემ დიუსელდორფში.

დღეს, ასპარეზობენ -73 და -81 კილოგრამ წონითი კატეგორიები. -73 კილოგრამში საქართველოს სახელით ლაშა შავდათუაშვილი და ფრიდონ გიგანი ასპარეზობდნენ, სადაც ფრიდონ გიგანი პირველივე ეტაპზე გამოვარდა, ხოლო -81 კილოგრამ წონით კატეგორიაში კი გიორგი კაციაშვილი ასპარეზობდა, რომელმაც პირველ რაუნდში სლოვაკ – ფილიპ სტანცელთან გაიმარჯვა, თუმცა მეორე რაუნდში ბულგარელ ივანოვთან დამარცხდა და დიუსელდორფის გრანდ სლემს გამოეთიშა, ასევე -81 კილოგრამ წონით კატეგორიაში საქართველოს ნაკრების ღირსებას ბექა დონღვანიც იცავდა, თუმცა ბექა პირვივე ეტაპზე დამარცხდა აზერბაიჯანელ – ფაგან გულუზადასთან.

-73 კილოგრამ წონით კატეგორიაში ლაშა შავდათუაშვილი 1/4 ფინალში რუს – მუსა მოგუშკოვს დაუხვდა და დამარცხდა, ამის შემდგომ ლაშა შავდათუაშვილი რეპეშაჟში გადაერთო და გერმანელი – ენტონი ზიგს დაუპირისპირდა, ლაშამ გერმანული ბარიერი გადალახა და ბრინჯაოს მედლისთვის ბრძოლაში ჩაერთო, სადაც მისი მეტოქე ტაჯიკი – სომონ მახმადბეკოვი იყო. ქართველმა ფალავანმა ტაჯიკი მეტოქე დაამარცხა და საქართველოს ნაკრებს დიუსელდორფის გრანდ სლემზე მეორე ბრინჯაოს მედალი შესძინა.

 

სტატიის ავტორი
-