ნინა თიბილაშვილი მსოფლიო ჩემპიონია!

არაბეთის გაერთიანებულ საემიროებში 23 წლამდე ეტლით მოფარიკავეთა მსოფლიო ჩემპიონატი გაიმართა.

„ა“ კატეგორიაში ხმლით ფარიკაობაში მსოფლიო ჩემპიონის ტიტული ნინა თიბილაშვილმა მოიპოვა. ფინალში ის ტაილანდელ ატიტაია ჩოკერს დაუპირისპირდა და 15:7 დაამარცხა. მანამდე მეოთხედფინალში მან ამერიკელ შელბი ჯენსენს 15:6 სძლია. ნახევარფინალში კი ჰონკონგელ კა მან ლამს მოუგო.

აღსანიშნავია, რომ თიბილაშვილისთვის, აღნიშნულ ასაკობრივ კატეგორიაში, ეს მესამე ოქროს მედალია.

ნინა თიბილაშვილი მსოფლიო ჩემპიონია!

სტატიის ავტორი
-