ოლიმპიადის პრიზიორმა ბავშვის ოპერაციისთვის მედალი გაყიდა

შუბის ტყორცნაში პოლონელმა მარია ანდრეიჩეკმა ტოკიოს ოლიმპიადაზე ვერცხლის მედალი მოიპოვა. ასეთ წარმატებას მან ძვლის კიბოს დიაგნოზის დასმიდან 3 წელში მიაღწია.

მარიამ მოგებული ვერცხლის მედლით გადაწყვიტა, რომ უცხო ბავშვის გულის ოპერაციისთვის თანხა შეეგროვებინა. 25 წლის პოლონელმა მედალი აუქციონზე გაიტანა და ის 190 ათას დოლარად გაყიდა. საბოლოოდ, გამარჯვებულმა კომპანია Zabka-მ ანდრეიჩეკს სთხოვა, რომ კუთვნილი მედალი დაეტოვებინა.

როგორც ცნობილია, ბავშვის ოპერაციისთვის საჭირო სულ 390 ათასი დოლარი იყო, თანხა კი თითქმის შეგროვებულია.

ოლიმპიადის პრიზიორმა ბავშვის ოპერაციისთვის მედალი გაყიდა

სტატიის ავტორი
-