ბაჰამის დედაქალაქ ნასაუში მიმდინარე ძიუდოს მსოფლიო ჩემპიონატზე ახალგაზრდებს -100 კგ წონით კატეგორიაში შორის წარმატებით ასპარეზობს ონისე სანებლიძე.
ონისე შეჯიბრებაში მერვედფინალიდან ჩაერთო სადა გერმანელი ივო ვიტასეკი 2 წუთსა და 34 წამში გააკრა ბეჭებზე, მეოთხედფინალში კი დანიელი მატიას მადსენი დააიპონა. სამწუხაროდ ნახევარფინალში ონისემ ჰოლანდიელ სიმეონ კატარინასთან დამატებით დროში მარცხი განიცადა და მესამე ადგილისთვის კანადელ შადი ელჰანას დაეჭიდება.