პარიზის გრანდ სლემზე საქართველოს ნაკრების შემადგენლობაში ცვლილებაა

სერიოზული საკადრო ცვლილებებია ჩვენების პარიზულ განაცხადში. რეგისტრაციაში აღარ არის 81-ში საქართველოს ვიცეჩემპიონი ბექა დონღვანი. ჯერჯერობით მონაწილე აღარ გვყვავს 90-ში – არც უშანგი მარგიანია და არც ავთანდილ ჭრიკიშვილი საფრანგეთში აღარ იჭიდავებენ.

60-ში უფროსი პაპინაშვილი უმცროსმა ჩაანაცვლა, +100-ში კი ლევან მატიაშვილი გიორგი ზაქარიაძემ. 

ნაკრების სრული შემადგენლობა შემდეგნაირია:

60 კგ – ჯაბა პაპინაშვილი, თემურ ნოზაძე
66 კგ – ვაჟა მარგველაშვილი, ნიკო ჭიკაიძე
73 კგ – ლაშა შავდათუაშვილი, ფრიდონ გიგანი
81 კგ – კობა მჭედლიშვილი
100 კგ – ვარლამ ლიპარტელიანი, ლაშა ტაველური
+100 კგ – ონისე ბუღაძე, გიორგი ზაქარიაძე

წყარო: ძიუდოს დღიურები

პარიზის გრანდ სლემზე საქართველოს ნაკრების შემადგენლობაში ცვლილებაა

სტატიის ავტორი
-