პოსტსაბჭოთა სივრცე: რომელი ქვეყანა რა თანხას უხდის ოლიმპიურ ჩემპიონებს?

ცნობილია, თუ რა ოდენობის თანხას მიიღებენ ყველა ქვეყნის წარმომადგენელი სპორტსმენები ტოკიოს ოლიმპიურ თამაშებზე მედლის მოპოვების შემთხვევაში.

საინტერესოა, რომ საქართველოს წარმომადგენელი სპორტსმენები პოსტსაბჭოთა სივრცის ქვეყნებს შორის ყველაზე მეტ თანხას გამოიმუშავებენ. როგორც ტოკიოში მიმდინარე ოლიმპიური თამაშების დაწყებამდე გახდა ცნობილი, საქართველოს ხელისუფლება ყველა ოლიმპიურ ჩემპიონს 1 მილიონ ლარს გადაუხდიდა, რაც 320 000 დოლარს უდრის.

ყოფილი საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკების კავშირის წარმომადგენელი სახელმწიფოების მიერ თავიანთი ქვეყნის სახელით მოასპარეზე სპორტსმენებისთვის ოლიმპიური ოქროს მედლის მოპოვებისთვის განკუთვნილი საპრიზო თანხა შემდეგნაირად გამოიყურება:

საქართველო – 320 000 დოლარი

ყაზახეთი – 250 000 დოლარი

აზერბაიჯანი – 248 000 დოლარი

უზბეკეთი – 200 000 დოლარი

მოლდოვა – 166 000 დოლარი

ლიეტუვა – 136 000 დოლარი

ბელარუსი – 129 000 დოლარი

ლატვია – 125 000 დოლარი

ყირგიზეთი – 119 000 დოლარი

რუსეთი – 54 000 დოლარი

ტაჯიკეთი – 27 000 დოლარი

პოსტსაბჭოთა სივრცე: რომელი ქვეყანა რა თანხას უხდის ოლიმპიურ ჩემპიონებს?

სტატიის ავტორი
-