ქართველმა მებრძოლმა ქალმა UFC-სთან კონტრაქტი გააფორმა

რუსეთში მოასპარეზე ქართველმა მებრძოლმა, ლიანა ჯოჯუამ UFC-სთან კონტრაქტს ხელი მოაწერა.

აღნიშნულის შესახებ ინფორმაცია მისი კლუბის, “ახმატის” Facebook-გვერდმა გაავრცელა.

“მებრძოლთა კლუბ “ახმატის” წევრმა ლიანა ჯოჯუამ UFC-სთან კონტრაქტი გააფორმა. სადებიუტო ორთაბრძოლისა და მეტოქის ვინაობა მოგვიანებით გახდება ცნობილი. ჯოჯუა 61,2 კილოგრამ წონით კატეგორიაში იასპარეზებს”, – ვკითხულობთ “ახმატის” გვერდზე.

ლიანა ჯოჯუა პირველი ქართველი ქალი იქნება, რომელიც UFC-ის ეგიდით იბრძოლებს. 23 წლის ქართველი ММА-ს საჩემპიონო ქამარს ფლობს, შერეულ ორთაბრძოლებში ჩატარებულ 9 მატჩში კი 7 გამარჯვება მოიპოვა.

ქართველმა მებრძოლმა ქალმა UFC-სთან კონტრაქტი გააფორმა

სტატიის ავტორი
-