რუმინეთი – საქართველო: შეხვედრის მთავარი არბიტრის ვინაობა ცნობილია

საქართველოსა და რუმინეთის ნაკრებებს შორის გასამართი ამხანაგური შეხვედრის მსაჯთა ბრიგადა ცნობილია.

“ჯვაროსნების” ამხანაგურ დაპირისპირებას რუმინეთთან ბერძენი არბიტრებისგან შემდგარი ჯგუფი უხელმძღვანელებს. მატჩის მთავარი არბიტრი ტასოს ​სიდიროპულოსი იქნება, რომელსაც როგორც ქართულ, ისე რუმინულ ფეხბურთთან შეხება აქამდეც ჰქონია.

სიდრიოპულოსისა და საქართველოს გზები 10 წლის წინ, 2011 წლის 27 მარტს, 17-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე გადაიკვეთა, სადაც იმ დროისთვის კობა ჟორჟიკაშვილის გაწვრთნილი გუნდი ბელარუსთან სტუმრად – 0:1 დამარცხდა. იმ შეხვედრაში ქართველებმა – 3, მეტოქემ კი 2 ყვითელი ბარათი მიიღო. ჩვენი გუნდის შემადგენლობიდან სიდრიუპულოსმა ცოტნე მონიავა, დაჩი ცნობილაძე და გურამ სამუშია გააფრთხილა. მაშინ, თამაშში 41-ე წუთზე, ნიკა ტარკაშვილის ნაცვლად ბუდუ ზივზივაძე შემოვიდა, რომელიც ამჟამად რუმინეთში იმყოფება და ეროვნულ გუნდთან ერთად მოახლოებული შეხვედრისთვის ემზადება.

41 წლის რეფერის, რომელსაც კარიერის განმავლობაში ჩემპიონთა ლიგის 20 შეხვედრაზე უმუშავია (აქედან 2 ახალდდასრულებული სეზონის ჯგუფურ ეტაპზე: “ატალანტა” – “მიდტიულანდი“, “რეიმსი” – “კრასნოდარი”), მათ შორის ისეთი კლუბების მატჩებზე, როგორიც “ბარსელონა”, “მანჩ ესტერ სიტი”, “ბაიერნი”, “პსჟ”. “არსენალი”, “ჩელსი”, “იუვენტუსი”, “ლესტერი” და სხვებია, ევროპის ლიგის 2013 წლის გათამაშებაში რუმინული “პანდურის” “ფიორენტინასთან” (1:2) წაგებულ შეხვედრაზეც უმუშავია. იგი ასევე ხსეხნებული ახალგაზრდულ ტურნირზე რუმინეთის 17-წლამდე ნაკრებისა და რუსი თანატოლების მატს ხელმძღვანელობდა, რომელშიც რუსებმა – 1:0 იმარჯვეს.

ახლახანს დასრულებულ საკლუბო სეზონში, სიდრიუპულოსმა ყველა ტურნირზე 27 შეხვედრაზე იმუშავა, რომელშიც ჯამ ში 135 ყვითელი და 9 წითელი ბარათი გამოიყენა და 8 პენალტი დანიშნა. ხსენებყლი 27 შეხვედრიდან 23-ში სიდრიუპულოსმა სულ მცირე 3 ყვითელი ბარათი გამოიყენა.

სიდიროპულოსს 2 ივნიის გასამართ შეხვედრაში, პირველი ასისტენტი – პოლიხრონის კოსტარასი და მეორე ასისტენტი – ლაზაროს დიმიტრიადისი დაეხმარებიან.

საქართველოსა და რუმინეთის ნაკრები გუნდების დაპირისპირება 2 ივნისს, ქალაქ პლოიეშტის ილიე ოანას სტადიონზე დაუპირისპირდებიან. შეხვედრა 22:45 საათზე დაიწყება და პირდაპირ რეპორტაჟს საქართველოს პირველი არხი შემოგთავაზებთ.

რუმინეთი – საქართველო: შეხვედრის მთავარი არბიტრის ვინაობა ცნობილია

სტატიის ავტორი
-