ქართველმა მებრძოლმა გურამ ქუთათელაძემ ახალწვეული, პედი პიმბლეტი გამოიწვია. საპასუხოდ, ბრიტანელი მებრძოლისგან მან უხეში პასუხი მიიღო. 26 წლის პიმბლეტმა შეურაცხყოფა როგორც გურამს, ასევე ქართველ ხალხს მიაყენა.
თავდაპირველად, ქუთათელაძემ ბრიტანელი სოციალური ქსელით გამოიწვია: “შონ შელბი, მომეცით შესაძლებლობა მივესალმო თქვენს სუპერვარსკვლავს და ვნახო, თუ რამდენად ძლიერია ის.”
@seanshelby please , let me welcome your new superstar @paddythebaddy to the @ufc in June. And see how baddy he is?! pic.twitter.com/ahyduvkpRP
— Guram Kutateladze (@guram_dze) March 30, 2021
პედის აგრესია სწორედ ამის შემდეგ დაიწყო: “ვინ არის ეს სოკო?”
Who the fuck is that mushroom 🤣🤣🤣
— Paddy Pimblett (@PaddyTheBaddy) March 30, 2021
“ასეთი საუბრის მოყვარული არ ვარ და მის დაწყებას არ ვაპირებდი. მე შენი დალაქი ვარ და იმის ნაცვლად, რომ თმა შეგჭრა, თავს წაგაცლი. იყავი თავმდაბალი,” – უთხრა ქუთათელაძემ ბრიტანელს.
It was not suppose to be a trash talk. Not a big fan of it.
I’m your Barber, but instead of cutting hair, will cut the head off.
Stay humble, until you get forced to be one.— Guram Kutateladze (@guram_dze) March 31, 2021
ამის შემდეგ პიმბლეტმა ქართველი ხალხისთვის საკმაოდ შეურაცხმყოფელი განცხადება გააკეთა: “როგორი სულელები არიან ქართველები, არ მიკვირს, რუსები მათ რომ ატერორებენ.”
გარდა ამისა, მან ქართველებს “ყალბი რუსებიც” კი უწოდა.
U fake Russians arnt on r level mate 🤣🤣🤣
— Paddy Pimblett (@PaddyTheBaddy) March 31, 2021
გურამ ქუთათელაძეს მხარი UFC-ის კიდევ ერთმა ქართველმა მებრძოლმა, ილია თოფურიამ დაუჭირა.
“საქართველოში რომ დაბადებულიყავი, ამას ვეღარ დაწერდი, რადფან უკვე მიწაში იქნებოდი. თუ ასეთი განგსტერი ხარ, მიიღე გამოწვევა, მაგრამ ვიცით, რომ გეშინია. ასე რომ, გაჩუმდი!” – წერს ილია.
Lucky you were born there! If you were born in Georgia you would not be writing anything because you would be underground! If you are such a gangster, accept the fight that they have challenged you to,but we know you are afraid ! So shut up kid
— Ilia Topuria (@Topuriailia) March 31, 2021