გარდაიცვალა ნუგზარ სხირელი – თავისუფალ ჭიდაობაში საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების მთავარი მწვრთნელი

75 წლის ასაკში გარდაიცვალა ნუგზარ სხირელი. იგი თავისუფალ ჭიდაობაში საქართველოს ახალგაზრდულ ნაკრებს 21 წლის განმავლობაში ხელმძღვანელობდა.

ნუგზარ სხირელის დამსახურებაა, რომ ახალგაზრდა ქართველმა მოჭიდავეებმა მსოფლიო ასპარეზზე მრავალ მნიშვნელოვან წარმატებას მიაღწიეს.

მის სახელსა და ძალისხმევას უკავშირდება ასევე თავისუფალი ჭიდაობის სკოლის დაარსება გორში.

მის შეგირდებს შორის, მრავალ სხვა მოჭიდავესთან ერთად, არიან ოლიმპიური ჩემპიონი ვლადიმერ ხინჩეგაშვილი და მსოფლიოს ჩემპიონი გენო პეტრიაშვილი.

ნუგზარ სხირელს მიღებული აქვს არაერთი ჯილდო კარიერაში მიღწეული წარმატებებისთვის, მათ შორის, სსრკ დამსახურებული მწვრთნელის წოდება, ასევე არის ღირსების ორდენისა და ღირსების მედლის კავალერი.

ნუგზარ სხირელის გარდაცვალების მიზეზად გულთან დაკავშირებული პრობლემები სახელდება.

გარდაიცვალა ნუგზარ სხირელი – თავისუფალ ჭიდაობაში საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების მთავარი მწვრთნელი

სტატიის ავტორი
-