ლაშა ბექაური ტაშკენტის გრან პრის მეოთხედფინალშია!

20 სექტემბერს უზბეკეთში სტარტი აიღო ტაშკენტის გრან პრიმ, რომელიც 3 დღის განმავლობაში გაგრძელდება.

ტურნირის ბოლო დღეს ბრძოლაში ჩაერთო ლაშა ბექაური (-90). ქართველმა ძიუდოისტმა, რომელმაც პირველ ბრძოლაში ალჟირელი, ბენამადი დაამარცხა, მე-2 წრეში სომეხ, არსენ ხანჯიანს იპონით მოუგო და მეოთხედფინალში გავიდა.

იხილეთ ვიდეო: 

ლაშა ბექაური ტაშკენტის გრან პრის მეოთხედფინალშია!

სტატიის ავტორი
-