საქართველოს ნაკრებმა დოჰას მასტერსზე მე-4 ადგილზე დაიკავა

ყატარის დედაქალაქ დოჰაში 11-13 იანვარს გაიმართა მასტერსი, სადაც საქართველოს ნაკრებმა ჯამში 5 მედალი (2 ოქრო, 1 ვერცხლი და 2 ბრინჯაო) მოიპოვა.

საერთო გუნდურ ჩათვლაში ქართველებს მხოლოდ სამმა ქვეყანამ აჯობათ – საფრანგეთმა (5 ოქრო, 1 ვერცხლი, 1 ბრინჯაო), სამხრეთ კორეამ (3 ოქრო) და იაპონიამ (2 ოქრო, 5 ვერცხლი).

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ოქროს მედლები ვარლამ ლიპარტელიანმა და ტატო გრიგალაშვილმა მოუტანეს. ვერცხლის მედალი ბექა ღვინიაშვილის ანგარიშზეა, ხოლო ბრინჯაო – ლაშა ბექაურმა და ვაჟა მარგველაშვილმა მოიპოვეს.

საერთო ჯამში დოჰას მასტერსი საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრებმა მე-4 ადგილზე დაასრულა.

საქართველოს ნაკრებმა დოჰას მასტერსზე მე-4 ადგილზე დაიკავა

სტატიის ავტორი
-