ტატო გრიგალაშვილი დოჰას მასტერსის საუკეთესო მამაკაც ძიუდოისტად დასახელდა

ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციამ დოჰაში გამართული მასტერსის საუკეთესო მამაკაც ძიუდოისტად ტატო გრიგალაშვილი დაასახელა.

როგორც მოგეხსენებათ, საქართველოს ნაკრებმა ასპარეზობა ყატარში 5 მედლით – 2 ოქრო, 1 ვერცხლი და 2 ბრინჯაო დაასრულა.

ვარლამ ლიპარტელიანთან ერთად, ოქროს მედლის მოპოვება სწორედ 21 წლის ქართველმა ძიუდოისტმა მოახერხა. შეგახსენებთ, რომ ტატომ ფინალში საკმაოდ ძლიერი – ნიდერლანდელი, ფრენკ დე ვიტი იპონით დაამარცხა.

ასევე გეტყვით, რომ დოჰას მასტერსის საუკეთესო ქალი ძიუდოისტი ფრანგი – რომან დიკო გახდა.

ტატო გრიგალაშვილი დოჰას მასტერსის საუკეთესო მამაკაც ძიუდოისტად დასახელდა

სტატიის ავტორი
-