სანდრო ბაზაძემ ევროპის ჩემპიონატზე ბრინჯაო მოიპოვა

ქართველმა ხმლით მოფარიკავემ, სანდრო ბაზაძემ დიუსელდორფში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.

ნახევარფინალში ბაზაძე რუსეთის წარმომადგენელთან, გამოცდილ და სახელოვან სპორტსმენთან, 25 წლის კამილ იბრაგიმოვთან, რომელიც რეიტინგში მე-6 პოზიციაზეა, 11:15 დამარცხდა და მესამე პოზიცია დაიკავა.

ბაზაძემ მანამდე თანამემამულე მიხეილ მარდალეიშვილს 15:12, უნგრელ ტამაშ დეკშის 15:8, შემდეგ ასევე უნგრელ ანდრაშ სზატმარის 15:10 მოუგო.

აღსანიშნავია, რომ სანდრო ბაზაძე ზედიზედ მესამედ გახდა ევროპირველობის ბრინჯაოს პრიზიორი.

სანდრო ბაზაძემ ევროპის ჩემპიონატზე ბრინჯაო მოიპოვა

სტატიის ავტორი
-