საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრების შემადგენლობა მსოფლიო ჩემპიონატისთვის დასახელდა

საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატისთვის ემზადება.

ძიუდოს მსოფლიო პირველობა 25 აგვისტოს დაიწყება და 31 აგვისტოს დასრულდება. ტურნირი იაპონიის დედაქალაქში, ტოკიოში გაიმართება. საქართველოს ნაკრები 9 ძიუდოისტისგან დაკომპლექტდა.

  • 60 კგ: ლუხუმ ჩხვიმიანი; ამირან პაპინაშვილი
  • -66 კგ: ვაჟა მარგველაშვილი; ბაგრატ ნინიაშვილი
  • -73 კგ: ლაშა შავდათუაშვილი
  • -81 კგ: ლუკა მაისურაძე
  • -90 კგ: ბექა ღვინიაშვილი
  • -100 კგ: ვარლამ ლიპარტელიანი
  • +100 კგ: გურამ თუშიშვილი

საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრების შემადგენლობა მსოფლიო ჩემპიონატისთვის დასახელდა

სტატიის ავტორი
-