საქართველოს ფუტსალის ნაკრები ლატვიის საერთაშორისო ტურნირის გამარჯვებულია

საქართველოს ფუტსალის ეროვნულმა ნაკრებმა ლატვიის საერთაშორისო ტურნირი დამაჯერებლად მოიგო. 

საქართველოს ნაკრების მეტოქეები მოლდოვასა და მასპინძელი ლატვიის ნაკრებები იყვნენ. ავთანდილ ასათიანის მომზადებულმა გუნდმა პირველ შეხვედრაში მოლდოვა დიდი ანგარიშით 6:2 დაამარცხა. მეორე შეხვედრაში კი მასპინძელ ლატვიას დაუპირისპირდა და 2:5 მოუგო.

აღნიშნულ ტურნირზე საქართველოს ნაკრები მსოფლიოს 2020 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპისთვის მოსამზადებლად გამოვიდა და როგორც ხედავთ, წარმატებას მიაღწია.

მსოფლიოს ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის წილისყრა 12 დეკემბერს გაიმართება. თამაშები კი 2019 წლის იანვარ-თებერვალში შედგება.

საქართველოს ფუტსალის ნაკრები ლატვიის საერთაშორისო ტურნირის გამარჯვებულია

სტატიის ავტორი
-