საქართველოს თასი: ნახევარფინალური წყვილები ცნობილია

საქართველოს დავით ყიფიანის სახელობის თასზე, ნახევარფინალური ეტაპის წილისყრა გაიმართა.

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციაში შემდგარი წილისყრის შედეგად, ცნობილი გახდა, რომ ერთმანეთს ქობულეთის “შუქურას” და წყალტუბოს “სამგურალი” და “საბურთალო” და “დინამო ბათუმი” დაუპირისპირდებიან.

მასპინძლის სტატუსს აღნიშნული წყვილის შეხვედრებში “შუქურა” და “საბურთალო” მოირგებენ. ნახევარფინალური ეტაპი თითომატჩიანია და ორივე შეხვედრა 28 ნოემბერს გაიმართება.

საქართველოს თასი: ნახევარფინალური წყვილები ცნობილია 1

საქართველოს თასი: ნახევარფინალური წყვილები ცნობილია

სტატიის ავტორი
-