შენგელია ევროლიგის მატჩში საუკეთესო იყო, თუმცა მისი გუნდი დამარცხდა

თორნიკე შენგელიას “ბასკონიამ” ევროპის უძლიერეს საკლუბო ტურნირზე დღეს მორიგი მატჩი ჩაატარა.

ესპანელები მიუნხენში “ბაიერნს” დაუპირისპირდნენ და 77:71 დამარცხდნენ. თოკომ პარკეტზე 25:25 წუთი გაატარა და ამ ხნის განმალობაში 16 ქულა, 6 მოხსნა, 2 პასი და 3 ჩაჭრა მიითვალა, ხოლო მის წინააღმდეგ 9-ჯერ დაჯარიმდნენ. გუნდში მასზე შედეგიანი მხოლოდ ვინსენტ პორიე იყო (24 ქულა და 11 მოხსნა), თუმცა მარგი ქმედების კოეფიციენტით (29) თორნიკე ორივე გუნდის შემადგენლობაში საუკეთესო იყო.

შენგელია ევროლიგის მატჩში საუკეთესო იყო, თუმცა მისი გუნდი დამარცხდა

სტატიის ავტორი
-