“მოსკოვი მთლიანად გადაიწვა” – უკრაინელი ძალოსანი სოციალურ ქსელში

მოსკოვში გამართულ ძალოსანთა ევროპის ჩემპიონატზე გამარჯვება უკრაინის ნაკრებმა მოიპოვა.

მათ ანგარიშზე 10 ოქროს, 3 ვერცხლისა და 4 ბრინჯაოს მედალია, რაც ტურნირზე საუკეთესო შედეგია.

დიმიტრი ჩუმაკმა, რომელმაც უკრაინას 2 ოქროს მედალი მოუპოვა, სოციალურ ქსელში ცეცხლში გახვეული მოსკოვის ფოტო გამოაქვეყნა.

მან სურათს რუსული პოპ ბენდის “ლენინგრადის” ერთ-ერთი სიმღერის ტექსტიც დაურთო: “გუშინ საოცარი სიზმარი ვნახე – მთლიანი მოსკოვი მთლიანად გადაიწვა… ვერავინ გადარჩა.” 

“მოსკოვი მთლიანად გადაიწვა” – უკრაინელი ძალოსანი სოციალურ ქსელში

სტატიის ავტორი
-