ოლიმპიადის რევანში აღებულია – სანდრო ბაზაძე ევროპის ჩემპიონატის ნახევარფინალშია!

თურქეთის ქალაქ ანტალიაში, ფარიკაობის ევროპის ჩემპიონატი მიმდინარეობს, სადაც ძალიან წარმატებულად ასპარეზობს – სანდრო ბაზაძე.

სანდრომ 1/4 ფინალში, სწორედ ის 3-გზის ოლიმპიური ჩემპიონი, უნგრელი მეტოქე – არონ სილაგი დაამარცხა, რომელთანაც ტოკიოს ოლიმპიადაზე მსაჯების გადაწყვეტილებით დამარცხდა. სანდრომ მეტოქე 15:8 დაამარცხა და ნახევარფინალში გავიდა, სადაც მისი მეტოქე, ფრანგი – ელიოტ ბიბი იქნება. შეხვედრა თბილისის დროით 20:10 საათზე ჩანიშნული.

ოლიმპიადის რევანში აღებულია – სანდრო ბაზაძე ევროპის ჩემპიონატის ნახევარფინალშია!

სტატიის ავტორი
-