საქართველოს ხელბურთელთა ნაკრების ზედიზედ მე-3 მოგება

საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა IHF ერთა ჩემპიონატზე ჯგუფური ეტაპის მე-3 მატჩიც მოიგო.

დღეს, თბილისის სპორტის სასახლეში ჩვენები ირლანდიას დაუპირისპირდნენ და მეტოქე 37:17 დაამარცხეს.

საქართველოს ნაკრებმა გუშინ მოახერხა და მალტას აჯობა – 39:13, მანამდე კი, პირველ ტურში, ხელბურთელებმა ნიგერიას 27:14 მოუგეს.

საქართველოს ხელბურთელთა ნაკრები B ჯგუფის ლიდერია. შემდეგ თამაშს ეროვნული ნაკრები 12 ივნისს აშშ-სთან გამართავს.

საქართველოს ხელბურთელთა ნაკრების ზედიზედ მე-3 მოგება

სტატიის ავტორი
-