ცნობილია რა ოდენობის თანხა გამოიმუშავეს ძიუდოისტებმა მინსკში

მინსკის მე-2 ევროპულ თამაშებზე ქართველმა ძიუდოისტებმა ჯამში 7 მედალი მოიპოვეს.

2 ოქროს, 1 ვერცხლისა და 4 ბრინჯაოს მედლით ჩვენმა ბიჭებმა გუნდური პირველი ადგილი დაიკავეს.

ცნობილია, თუ რა ოდენობის თანხა გამოიმუშავეს ქართველმა ძიუდოისტებმა მინსკში.

ოქროს მედლების მოგების გამო, გურამ თუშიშვილმა (+100) და ლუხუმ ჩხვიმიანმა (-60) 119-119 ათასი ლარი მიიღეს.

თითოეულ ბრინჯაოს მედალოსანზე 59 ათასი ლარია განკუთვნილი. ამირან პაპინაშვილმა (-60), ვაჟა მარგველაშვილმა, (-66) ბაგრატ ნინიაშვილმა (-66) და ლუკა მაისურაძემ (-81) სწორედ ეს თანხა მიიღეს.

რაც შეეხება ვარლამ ლიპარტელიანს, ძიუდოისტთა ნაკრების კაპიტანმა ვერცხლის მედლით 85 ათასი ლარი დაიმსახურა.

ცნობილია რა ოდენობის თანხა გამოიმუშავეს ძიუდოისტებმა მინსკში

სტატიის ავტორი
-