Sony-იმ PS5-ის ფასი ოფიციალურად დაადასტურა

დღეს Sony-იმ PS5-ის შესახებ მორიგი პრეზენტაცია გამართა.

კომპანიამ ახალი კონსოლის ფასისა და სხვა დეტალების შესახებ ოფიციალურად ისაუბრა.

ახლა უკვე დადასტურებულია, რომ PS5-ის ფასი 499.99 დოლარი იქნება, ხოლო ციფრული ვერსიის ღირებულება – 399.99 დოლარი.

Sony-იმ PS5-ის ფასი ოფიციალურად დაადასტურა 1

როგორც ცნობილია, 2020 წლის სათამაშო კონსოლი პირველად 12 ნოემბერს, შემდეგ ქვეყნებში გამოვა: აშშ, იაპონია, კანადა, მექსიკა, ავსტრალია, ახალი ზელანდია, სამხრეთ კორეა. მსოფლიოს დანარჩენი ნაწილისთვის PS5 ხელმისაწვდომი 19 ნოემბრიდან იქნება.

Sony-იმ PS5-ის ფასი ოფიციალურად დაადასტურა 2

Sony-იმ PS5-ის ფასი ოფიციალურად დაადასტურა

| სხვა |
სტატიის ავტორი
-