სუმო – ყველა დროის რეკორდები და საინტერესო მიღწევები

სუმოს სამყარო სულ უფრო საინტერესო ხდება ქართველი გულშემატკივრისათვის. Live.ge გთავაზობთ სუმოს სამყაროში დაფიქსირებულ საინტერესო ფაქტებსა და რეკორდებს.

ყველაზე მეტი ჩემპიონობა კარიერაში 

ჰაკუჰო – 42 (2006- )

ტაიჰო – 32 (1960 -1971)

ჩიონოფუჯი – 31 (1981 – 1990)

 

იოკოძუნა ჰაკუჰო ასრულებს დოჰიო ირის (მისალმების ცერემონიალი) 2019 წლის იანვრის ბაშო

სუმო - ყველა დროის რეკორდები და საინტერესო მიღწევები 1

 

ყველაზე მეტი ჩემპიონობა წაუგებლად (ძენშო-იუშო)

ჰაკუჰო – 15 (2007 – )

ფუტაბაიამა – 8 (1936 – 1943)

ტაიჰო – 8  (1963 – 1969)

 

იოკოძუნა ტაიჰოს სუმოდან გაცილების და თმის შეჭრის ცერემონიალი, 1971 წელი

სუმო - ყველა დროის რეკორდები და საინტერესო მიღწევები 2

 

ყველაზე მეტი ზედიზედ მოპოვებული ჩემპიონობა

ასაშორიუ – 7 (2004-2005)

ჰაკუჰო – 7 (2010-2011)

ტაიჰო – 6 (1962-1963; 1966-1967)

 

იოკოძუნა ასაშორიუ ასრულებს დოჰიო ირის (მისალმების ცერემონიალი) 2010 წლის იანვრის ბაშო

სუმო - ყველა დროის რეკორდები და საინტერესო მიღწევები 3

ყველაზე მეტი საჩემპიონო პლეი-ოფი

ჰაკუჰო – 10 (6 მოგებული; 4 წაგებული)

ტაკანოჰანა II – 10 (5 მოგებული; 5 წაგებული)

კიტანოუმი – 8 (3 მოგებული; 5 წაგებული)

იოკოძუნა კიტანოუმი და იოკოძუნა ჩიონოფუჯი

სუმო - ყველა დროის რეკორდები და საინტერესო მიღწევები 4

 

ყველაზე მეტი გამარჯვება კარიერაში

ჰაკუჰო – 1120 (2001 – )

კაიო – 1047 (1988-2011)

ჩიონოფუჯი – 1045 (1970-1991)

ყველაზე მეტი გამარჯვება მაკუუჩი დივიზიონში

ჰაკუჰო – 1026 (2004 – )

კაიო – 879 (1993 – 2011)

ჩიონოფუჯი – 807 (1975 – 1991)

 

ოძეკი კაიო პროფესიულ სუმოში 23 წლის მანძილზე ასპარეზობდა და 5-ჯერ შეძლო მაკუუჩი დივიზიონის მოგება

სუმო - ყველა დროის რეკორდები და საინტერესო მიღწევები 5

 

ყველაზე მეტი მოგება ერთ კალენდარულ წელში (90 ბრძოლიდან)

ჰაკუჰო – 86 (2009)

ჰაკუჰო – 86 (2010)

ასაშორიუ – 84 (2005)

ყველაზე მეტი მოგება ზედიზედ

ფუტაბაიამა – 69 (1936 წლის 7 იანვრიდან – 1939 3 იანვრამდე; დაამარცხა აკინოუმიმ)

ტანიკაძე – 63 (1778 წლის 1 ოქტომბრიდან – 1782 წლის 6 თებერვლამდე; დაამარცხა ონოგავამ)

ჰაკუჰო – 63 (2010 წლის 14 იანვრიდან – 2010 წლის 2 ნოემბრამდე; დაამარცხა კისენოსატომ)

 

35-ე იოკოძუნა ფუტაბაიამა 1942 წლის მაისის ბაშოზე გამარჯვების შემდეგ

სუმო - ყველა დროის რეკორდები და საინტერესო მიღწევები 6

 

ყველაზე მეტი ზედიზედ მოპოვებული გამარჯვება სუმოს კარიერის პირველივე ბრძოლიდან

ჯოკორიუ – 27 (2011 წლის 11 ივლისიდან 2012 წლის 20 იანვრამდე; დაამარცხა სენშომ)

იტაი – 26 (1978 წლის 12 ნოემბრიდან 1979 წლის 16 მაისამდე; დაამარცხა ონიშიკიმ)

ტოჩიაძუმა II – 26 (1995 წლის 15 იანვრიდან 1995 წლის 12 სექტემბრამდე; დაამარცხა დევაარაშიმ)

ყველაზე დიდი მოგების პროცენტულობა

რაიდენი – მოგება/წაგება – 254-10; 1790-1811 წლები; მოგებული აქვს ბრძოლების 96.2%

უმეგატანი – 116-6; 1874 – 1885; მოგებული აქვს ბრძოლების 95.1%

ტანიკაძე – 258-14; 1769-1794; მოგებული აქვს ბრძოლების 94.9%

თანამედროვე ეპოქა

ტაიჰო – 746 -144; 1960-1971; მოგებული აქვს ბრძოლების 83.8%

ფუტაბაიამა – 276 – 68; 1932-1945; მოგებული აქვს ბრძოლების 80.2%

ასაშორიუ – 596 – 153; 2001-2010; მოგებული აქვს ბრძოლების 79.6%

 

იოკოძუნა ტანიკაძეს ძეგლი ქალაქ სენდაიში, კოტოდაის პარკში

სუმო - ყველა დროის რეკორდები და საინტერესო მიღწევები 7

 

ყველაზე მეტი ბრძოლა კარიერაში

ოშიო – 1891 ბრძოლა; 1962-1988 წლები.

კიოკუტენჰო – 1870 ბრძოლა; 1992 – 2015 წლები.

ტერაო – 1795 ბრძოლა; 1979 – 2002 წლები.

ყველაზე მეტი ბრძოლა მაკუუჩი დივიზიონში

კიოკუტენჰო – 1470; 1998 – 2015 წლები.

კაიო – 1444; 1993 – 2011 წლები.

ტაკამიამა – 1430; 1968 – 1984 წლები.

სეკივაკე კიოკუტენჰოს მაკუუჩი დივიზიონში გამართული ბრძოლების რეკორდი ეკუთვნის

სუმო - ყველა დროის რეკორდები და საინტერესო მიღწევები 8

 

ყველაზე მეტი ზედიზედ ჩატარებული ბრძოლა

აობაჯო – 1630 (1964-1986)

ფუჯიზაკურა – 1543 (1963 – 1984)

ტაკატორიკი – 1456 (1983 – 2002)

ყველაზე მეტი ზედიზედ ჩატარებული ბრძოლა მაკუუჩი დივიზიონში

ტაკამიამა – 1231 (1968-1981)

ოზუცუ – 1170 (1979 – 1992)

კუროჰიმეიამა – (1969 – 1981)

 

სეკივაკე ტაკამიამას ზედიზედ 1231 ბრძოლა აქვს ჩატარებული

სუმო - ყველა დროის რეკორდები და საინტერესო მიღწევები 9

 

ყველაზე მეტი ჩატარებული ბაშო მაკუუჩი დივიზიონში

კაიო – 107 (1993 წლის ივლისი – 2011 წლის ივლისი)

კიოკუტენჰო – 99 (1998 წლის იანვარი – 2015 წლის ივლისი)

ტაკამიამა – 97 (1968 წლის იანვარი – 1984 წლის იანვარი)

ამინიშიკი – 97 (2000 წლის ივლისი – 2018 მაისი)

ყველაზე მეტი ტურნირი იოკოძუნას სტატუსით

ჰაკუჰო – 70 (2007 წლის ივლისი – დღემდე)

კიტანოუმი – 63 (1974 წლის ივლისი – 1985 წლის იანვარი)

ჩიონოფუჯი – 59 (1981 წლის სექტემბერი – 1991 წლის მაისი)

ყველაზე მეტი ტურნირი ოძეკის სტატუსით

ჩიოტოკაი – 65 (1999 წლის მარტი – 2009 წლის ნოემბერი)

კაიო – 65 (2000 წლის სექტემბერი – 2011 წლის ივლისი)

ტაკანოჰანა – 50 (1972 წლის ნოემბერი – 1981 წლის იანვარი)

ყველაზე მეტი ტურნირი სანიაკუს წევრის სტატუსით (სეკივაკე, კომუსუბი)

კოტონიშიკი – 34 (1990 წლის სექტემბერი – 1999 წლის სექტემბერი)

კაიო – 32 (1994 წლის მაისი – 2000 წლის ივლისი)

მუსოიამა – 31 (1994 წლის მარტი – 2000 წლის სექტემბერი)

ყველაზე სწრაფი პროგრესი კარიერაში

ჯოკორიუ – კარიერის დაწყებიდან 9 ბაშოს შემდეგ მაკუუჩი დივიზიონის წევრი. (პირველი ბრძოლა 2011 წლის მაისი – მაკუუჩის წევრი 2012 წლის ნოემბრის ბაშოდან)

ოსუნარაში – კარიერის დაწყებიდან 10 ბაშოს შემდეგ მაკუუჩი დივიზიონის წევრი. (პირველი ბრძოლა 2012 წლის მარტი – მაკუუჩის წევრი 2013 წლის ნოემბრის ბაშოდან)

ჰოკუტოფუჯი – კარიერის დაწყებიდან 9 ბაშოს შემდეგ მაკუუჩი დივიზიონის წევრი. (პირველი ბრძოლა 2015 წლის მარტი – მაკუუჩის წევრი 2016 წლის ნოემბრის ბაშოდან)

ყველაზე ნელი პროგრესი კარიერაში

ჰოშიივატო – კარიერის დაწყებიდან 115 ბაშოს შემდეგ მაკუუჩი დივიზიონის წევრი. (პირველი ბრძოლა 1970 წლის მაისი – მაკუუჩის წევრი 1989 წლის ივლისის ბაშოზე)

კიოკუნანკაი – კარიერის დაწყებიდან 105 ბაშოს შემდეგ მაკუუჩი დივიზიონის წევრი. (პირველი ბრძოლა 1993  წლის მარტი – მაკუუჩის წევრი 2010 წლის სექტემბრის ბაშოზე)

იოშიაძუმა – კარიერის დაწყებიდან 93 ბაშოს შემდეგ მაკუუჩი დივიზიონის წევრი. (პირველი ბრძოლა 1996 წლის იანვარი – მაკუუჩის წევრი 2011 წლის სექტემბრის ბაშოზე)

 

მე-14 მაეგაშირა ჰოშიივატო 21 წლის მანძილზე მხოლოდ ერთხელ გამოვიდა მაკუუჩი დივიზიონში, ამისთვის მას 115 ბაშოს დაბალ დივიზიონებში ჩატარება დასჭირდა

სუმო - ყველა დროის რეკორდები და საინტერესო მიღწევები 10

 

ყველაზე მეტი კინბოში (ოქროს ვარსკვლავი, ანუ მაეგაშირას სტატუსით იოკოძუნას დამარცხების პრიზი)

აკინოშიმა – 16 (1988 – 1999)

ტაკამიამა – 12 (1968 – 1978)

ტოჩინონადა – 12 (1998 – 2008)

 

აკინოშიმას მაეგაშირას სტატუსით 16-ჯერ ჰყავს იოკოძუნები დამარცხებული

სუმო - ყველა დროის რეკორდები და საინტერესო მიღწევები 11

სუმო – ყველა დროის რეკორდები და საინტერესო მიღწევები

სტატიის ავტორი
-