ჭადრაკის კლუბმა “ნონა” ევროპის ჩემპიონატზე ვერცხლის მედალი მოიპოვა

საჭადრაკო კლუბი “ნონა” ევროპის ვიცე-ჩემპიონია.

საბერძნეთში გამართულ კონტინენტის პირველობაზე ქართველმა მოჭადრაკეებმა ვერცხლის მედლები მოიპოვეს. ფინალში “ნონა” “მონტე კარლოს” შეხვდა. პარტიები ყაიმით, 2:2 დასრულდა. დამატებით პარტიებში კი გამარჯვება მეტოქეს დარჩა.

ნახევარფინალში “ნონამ” რუსული კლუბი 3:1 დაამარცხა.

ჭადრაკის კლუბმა “ნონა” ევროპის ჩემპიონატზე ვერცხლის მედალი მოიპოვა

სტატიის ავტორი
-