თბილისის გრანდ სლემი – დღე I: ტატამზე 10 ქართველს ვიხილავთ (პრევიუ)

26-28 მარტს, საქართველოს დედაქალაქ თბილისში, ძიუდოს საერთაშორისო შეჯიბრი, თბილისის გრანდ სლემი გაიმართება.

პირველი საშეჯიბრო დღე 09:30 საათზე, თბილისის ახალს სპორტის სასახლეში დაიწყება და საქართველოს ნაკრების ღირსებას 10 სპორტსმენი დაიცავს.

-60 კგ

-60 კგ წონით კატეგორიაში სამი წარმომადგენელი გვეყოლება. შაქრო შათირიშვილი განთესილი იქნება და ასპარეზობაში მეორე ეტაპიდან ჩაერთვება, სადაც მეტოქედ მაროკოს წარმომადგენელი – ისამ ბასუ ეყოლება.

ლაშა ჩადუნელიც განთესილი იქნება და მისი მეტოქე, მონღოლი – უნუბოლდ ხვაგაიამცსი იქნება. რაც შეეხება თემურ ნოზაძეს, იგი ყაზახ – ტოკტარ უმუტალიევს დაუპირისპირდება.

-66 კგ

-60 კგ-ს მსგავსად, -66 კგ წონით კატეგორიაშიც სამი წარმომადგენელი გვეყოლება. ერთ ბადეში არიან ვაჟა მარგველაშვილი და ბაგრატ ნინიაშვილი. ვაჟა მარგველაშვილი მეორე ეტაპზე ყატარის წარმომადგენელ – აიოუბ ელიდრისს დაუპირისპირდება, ბაგრატ ნინიაშვილი კი პერუელ – ხუან პოშტიგოსთან ცდის მის ბედს. თუ ორივე ქართველი წარმატებით იასპარეზებს ნახევარფინალამდე, 1/4 ფინალში ქართული დაპირისპირება შედგება.

ამ წონაში თავის ბედს ცდის ახალგაზრდა – ბექა წიფიანიც, რომელიც მეორე რაუნდში ისრაელის წარმომადგენელ – ამირ დანტეს შეხვდება.

-52 კგ

ქალების ამ წონაში 3 ქართველი სპორტსმენი იასპრეზებს. მეორე ეტაპიდან დაიწყებს ასპარეზობას მარიამ ჯანაშვილი, რომელიც პირველ დაპირისპირებას იტალიელ – ოდეტტე გიუფრიდასთან გამართავს. ტატიანა ლევიცკა-შუკვანიც მეორე ეტაპიდან იბრძოლებს და მისი მეტოქე, შვეიცარიის წარმომადგენელი – ფაბიენ კოჩერი იქნება.

დიდხნიანი პაუზის შემდეგ ტატამს უბრუნდება – მზია ბებოშვილი, რომლის მეტოქეც, ბრაზილიელი – ლარისა პიმენტა იქნება.

-57 კგ

-57 კგ წონით კატეგორიაში ერთადერთი წარმომადგენელი გვეყოლება – ეთერ ლიპარტელიანი. ეთერია ასპარეზობაში მეორე ეტაპიდან ჩაერთვება და მისი მეტოქე ბრიტანელი – ასელია ტოპრაკი იქნება.

პირველი საშეჯიბრო დღე 09:30, ხოლო ფინალური ბლოკი კი 17:00 საათიდან, თბილისის ახალს სპორტის სასახლეში დაიწყება.

თბილისის გრანდ სლემი – დღე I: ტატამზე 10 ქართველს ვიხილავთ (პრევიუ)

სტატიის ავტორი
-