ტოჩინოშინის ხვალინდელი მეტოქე ცნობილია

გაირკვა იმ მეტოქის ვინაობა რომელსაც ტოჩინოშინი ბაშოს მე-11 დღეს დაუპირისპირდება. ქართველი რიკიშის მეტოქე მეოთხე მაეგაშირა აბი იქნება.

შეგახსენებთ რომ გუშინ ლევანის მეტოქე ოძეკი ტაკაკეიშო ტრავმის გამო არ გამოცხადდა დოჰიოზე, რის გამოც ლევანს ავტომატური გამარჯვება მიენიჭა და ამჟამად 8-1-ზე ბალანსით ასანოიამასთან და კაკურიუსთან ერთად ცხრილის სათავეშია. დღეს კი ჩვენი მეტოქე კომუსუბი მიტაკეუმი იქნება რომელთანაც ურთიერთშეხვედრებში 7-3 ვლიდერობთ.

აბის მეტოქე დღეს იოკოძუნა კაკურიუ იქნება, 25 წლის იაპონელი რიკიშის ბალანსი ჯერჯერობით 6-3-ზეა.

ტოჩინოშინის ხვალინდელი მეტოქე ცნობილია

სტატიის ავტორი
-