ტოჩინოშინმა მარტის ბაშოსთვის მზადება დაიწყო

26 იანვარს 2020 წლის სუმოს რიგით პირველი სუპერტურნირი – ჰაცუ ბაშო დასრულდა, რომელიც ისტორიაში შევიდა, ვინაიდან ყველაზე დაბალი წოდების სუმოისტმა – დასავლეთის მე-17 მაეგაშირამ მოახერხა ჩემპიონის ტიტულის მოპოვება.

ტოჩინოშინი ჰაცუ ბაშოზე დასავლეთის მე-6 მაეგაშირა გახლდათ. ქართველმა სეკიტორმა 15-დან მხოლოდ 5 ბრძოლის მოგება მოახერხა, რის გამოც მარტის ანუ ჰარუ ბაშოზე რეიტინგ-სიაში აუცილებლად დაქვეითდება.

Live.ge-სთან საუბრისას ტოჩინოშინმა საკუთარი მდგომარეობის შესახებ ისაუბრა:

“ამჟამად ჩემი მდგომარეობა ნორმალურია, ბაშოს დასრულების შემდეგ ერთი კვირა დავისვენეთ, სულ 6 დღეა რაც ვარჯიში განვაახლეთ და ყველაფერი რიგზეა. 23 თებერვალს უკვე ოსაკაში გავემგზავრებით, ნელნელა ბაშოსთვის მზადება საბოლოო ფაზაში გადავა. დიდი მადლობა მინდა გადავუხადო Live.ge-ს და ჩემს გულშემატკივრებს გვერდში დგომისათვის და გამხნევებისათვის. მადლობა ხალხო გაიხარეთ” – განაცხადა ტოჩინოშინმა.

შეგახსენებთ, ჰარუ ბაშო 8 მარტს აიღებს სტარტს და 15 დღის განმავლობაში გაგრძელდება.

ტოჩინოშინმა მარტის ბაშოსთვის მზადება დაიწყო

სტატიის ავტორი
-